დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ორმაისობა ქუთაისში საქველმოქმედო დღესასწაული იქნება
2018/04/23 22:44:42

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით წელს, 2 მაისობას, მუხნარის ტყეში განსხვავებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი.

 

რადგან ,,გვირილობა“ დაკავშირებული იყო ქველმოქმედებასთან და სიკეთის კეთებასთან, გადავწყვიტეთ, გავაცოცხლოთ ძველი ტრადიცია და საუკუნის შემდეგ ისევ დავეხმაროთ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა აქსესუარები. აღნიშნულ ღონისძიებაში რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული. ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება შეიძინოს სასურველი ნივთი და მონაწილეობა მიიღოს ქველმოქმედებაში. სიმბოლურად ასევე, ვგეგმავთ ,,გიმნაზისტმა“ გოგონებმა და ვაჟებმა  აღნიშნულ ტერიტორიაზე გვირილები გაყიდონ და შეგროვილი თანხით საკუთარი წვლილი შეიტანონ ქველმოქმედებაში.


გარდა ამისა, მუხნარის ტყეში გაიმართება კოლია ქვარიანის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ფოლკლორული ანსამბლების მიერ წარმოდგენილი იქნება როგორც ქორეოგრაფიული ასევე, ხალხური სიმღერები, შესრულდება ქალაქური სიმღერებიც.

 

მოგეხსენებათ, რომ გვირილობა (თეთრი გვირილის დღე)მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარებისა და სოლიდარობის ნიშნად ტარდებოდა. გვირილობისდამაარსებელი საშა ჩიქოვანია.   მაისის პირველი ორი დღის განმავლობაშიგიმნაზისტკებიქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით  ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ.  გიმნაზისტ გოგონებს წინ, ვექილ ჩიქოვანის მეუღლე, სილამაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი მიუძღოდა

 

ლიკა კაკუშაძე

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1799
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია