საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საკანონმდებლო ინიციატივა
"ევროპული საქართველო" ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/04/15 11:19:36

 

ევროპული საქართველო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.

 

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ევროპული საქართველო მზადაა პარლამენტში ძალიან სწრაფ დროში შეიტანოს ინიციატივა, რომ ყოველი დღე არ იყოს დაკარგული და შევძლოთ, დავიცვათ მეტი ქალი და მეტი ოჯახი სისასტიკისგან.

 

,,გუშინ თბილისში ჩვენ წარმოუდგენელი სისასტიკის მოწმე გავხდით. 25 წლის ქალი, ორი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ, მოკლეს. სამწუხაროდ, ქალებზე ძალადობა და არის სენი და სერიოზული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, მიუხედავად ჩვენი პარტიული კუთვნილებისა, რომ გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების დასაცავად.

 

ჩვენ, ევროპული საქართველო გამოვდივართ კონკრეტული ინიციატივით, რამაც შეიძლება შეამციროს ეს საფრთხე, დაიცვას მეტი ქალი. იმ შემთხვევაში, როცა ქალი იძახებს პოლიციას და პოლიციელი ხედავს შემაკავაბელი ორდერის გამოწერის აუცილებლობას, ანუ ძალადობასთან გვაქვს საქმე, ამ დროს ერთი ფურცლის გამოწერის მაგივრად მოძალადე 48 საათით უნდა დააკავონ.

 

ამ დროში შესაძლებელია მსხვერპლის ოჯახიდან რეალური განრიდება. საერთაშორისო გამოცდილებაც აჩვენებს, რომ პოლიციის გამოძახებიდან 48 საათი ყველაზე საშიში დროა ძალადობის განმეორებისთვის ან უარესი დანაშაულის ჩადენისთვის. ამ დროის შემდეგ ჩაერევა სასამართლო და ყველაფერი წავა იმ წესის მიხედვით, რაც ჩვენს ქვეყანაშია დადგენილი. ჩვენ ეს ინიციატივა განვიხილეთ უკვე რამდენიმე კვირის წინ უშუალოდ მსხვერპლებთან და არასამათავრობო ორგანიზაციებთან და მხარდაჭერა მოიპოვა მათგან. ვფიქრობთ, რომ დღეს აღარ არის გადადების დრო, მზად ვართ, ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის,’’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 366
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია