დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართველებს ყველაზე მეტად გერმანელი, ამერიკელი და ფრანგი ტურისტების მასპინძლობა სურთ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/04/11 23:23:46

კვლევითი ორგანიზაცია "აიპიემი"-ს ინფორმაციით, ზოგადად, ყველაზე მეტად ქართველებს ქვეყანაშიგერმანელი და ამერიკელი ტურისტების შემოსვლა სურთ, სომხებისთვის კი ყველაზე სასურველი ვიზიტორები ფრანგები არიან.


საქართველოში და სომხეთში 1200-მა რესპონდენტმა უპასუხა კითხვას, თუ რომელი ქვეყნებიდან ისურვებდნენ ტურისტთა ნაკადის შემოსვლას მათ ქვეყანაში. საქართველოში გასულ წელს ყველაზე მეტი ტურისტი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა. ვიზიტორთა შორის ლიდერობენ სომხები, ასევე, აზერბაიჯანელები და თურქები.

 

კვლევის მიხედვით კი, ამ ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტების შემოსვლას შესაბამისად - 16%, 20% და 16% მომხრე ჰყავს. ქართველებისთვის, მეზობელ ქვეყნებს შორის, ყველაზე სასურველი რუსი ტურისტების მიღება აღმოჩნდა (32%). ქართველ რესპონდენტებს ყველაზე მეტად გერმანელი (47%), ამერიკელი (47%) და ფრანგი (44%) ტურისტების მასპინძლობა სურს.

 

გამოკითხულთა მხოლოდ 2% აღნიშნავს, რომ ტურისტების შემოსვლას არც ერთი ქვეყნიდან არ ისურვებდა. ( რესპონდენტებს შეეძლოთ ერთზე მეტი პასუხის დაფიქსირება. რის გამოც, პასუხების ჯამი 100%-ზე მეტია.)

 

 

სომხეთში 2017 წელს, ისევე, როგორც წინა წლებში, ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩავიდა. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ სომხები კეთილგანწყობილები არიან რუსი ტურისტების მიმართ - გამოკითხულთა 37% სომხეთში მათ სტუმრობას კვლავ ისურვებდა. სომხებისთვის ყველაზე სასურველი ფრანგი ტურისტების მიღება აღმოჩნდა (45%). სომეხი რესპონდენტების 6%-ს კი ტურისტების შემოსვლა თავიანთ ქვეყანაში საერთოდ არ სურს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1440
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია