დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულში დაღუპულ მეშახტეებს დღეს დაკრძალავენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/04/10 11:49:40

ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულ სამ მუშას დღეს, 10 აპრილს სამ საათზე დაკრძალავენ.



მირზა ქურციკიძის, პავლე გამეზარდშვილის და გიორგი ბოჭორიშვილის ცხედრებს ჯერ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ

და შემდეგ დაკრძალავენ.


ცნობილია, რომ დაკრძალვის ხარჯებს ტყიბულის მერია გაიღებს.



ცხრა აპრილი სახალხო გლოვის ღამედ გამოცხადდა და დაღუპული მეშახტეების ხსოვნის პატივსაგებად ტყიბულელები მინდელის სახელობის შახტაში დაღუპულ მეშახტეებს ბოლო ღამეს ერთად გაუთენეს.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ხუთ აპრილს, გამთენიისას ექვსი ადამიანი დაიღუპა. სამი კი დაშავდა.
 
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 11 ადამიანი დაიღუპა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1398
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია