საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კრიმინალი
თურქეთში 59 წლის "კანონიერი ქურდი" გაიოზ ზვიადაძე, მეტსახელად "გია კუტაისკი" მოკლეს
2018/04/10 11:08:22

 

 

 თურქეთში 59 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი გაიოზ ზვიადაძე, მეტსახელად "გია კუტაისკი" მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.



მედიის ინფორმაციით, მისი თანმხლები პირი ფეხშია დაჭრილი. წინასწარი ვერსიით, მკვლელობა გაიოზ ზვიადაძესა და .. კანონიერ ქურდ ნოდარ ასოიანს შორის არსებულ კონფლიქტს უკავშირდება, როსტოვის ოლქში გავლენათა სფეროების მოპოვების მიზნით.


თურქეთში მოკლული .. „კანონიერი ქურდისგაიოზ ზვიადაძის თანმხლები პირი, რომელიც ფეხში დაიჭრა, 26 წლის .. „კანონიერი ქურდიგიგა პეტრიაშვილი, მეტსახელადპროფესორია“. ამის შესახებპრაიმ კრაიმიწერს.



გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ანტალიაში, .. კანონიერი ქურდის რომან ბარბაქაძის („რემენა“) სახლთან მოხდა. ზვიადაძეს და პეტრიაშვილს ცეცხლირემენასსახლის სადარბაზოში გაუხსნეს.



გამოცემის ვარაუდით, თავდამსხმელების მთავარ სამიზნეს ზვიადაძე წარმოადგენდა, სწორედ ამით აიხსნება პეტრიაშვილის მსუბუქი ჭრილობა
ახლა, ქურდული წესების თანახმად, თავდასხმის დამკვეთებს სამაგიერო პეტრიაშვილმა უნდა გადაუხადოს“, - წერსპრაიმ კრაიმი“.

 

wyaro:interpressnews.ge

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია