საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კიდევ ერთი ტრაგედია - ტყიბულის მინდელის შახტაში
2018/04/05 22:00:59

 

  ტყიბულის მინდელის  შახტაში გამთენიისას 6 ადამიანი დაიღუპა.დაშავდა სამი.უბედური შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ ქანების ჩამოშლა გახდა.

  "ტყიბულში მომხდარი საწარმოო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი მეშახტიდან, ორი გადაყვანილია ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე პაციენტი კონტაქტურია, აღენიშნებათ ინტრაკრანიალური ტრავმა, უტარდებათ კვლევები. მესამე დაშავებული ზედა კიდურის დაზიანებით მკურნალობას ტყიბულის კლინიკაში აგრძელებს. ადგილზე ვითარების შესასწავლად უკვე გასულია შრომის ინსპექტორთა ჯგუფი", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

                                                                                                                                                                                                              ლიკა კაკუშაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 248
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია