საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონების რეიტინგი ტურისტებისთვის განთავსების ადგილის რაოდენობის მიხედვით
2018/04/03 14:38:23

ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს მთავრობა 8 მლნ ტურისტის მოზიდვას ვარაუდობს. არის თუ არა საკმარისი ტურისტებისთვის განთავსების ადგილების ის რაოდენობა რაც ქვეყანაშია?


ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა გრაფიკი თუ ქვეყნის რომელ რაიონში განთავსების რამდენი ობიექტია.

 

განთავსების ობიექტებზე საწოლი ადგილების რაოდენობას ქვეყნის მასშტაბით, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი საწოლი ადგილი დედაქალაქშია (17,956). პირველ სამეულში შედის აჭარა (12, 126) და სამცხე-ჯავახეთი (9, 750).


2017 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის, 7 555 936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1 194 433-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. პროცენტულად ეს +18.8%-იანი ზრდაა.

 

ტურიზმის განვითარებისთვის მომსახურების ხარისხის ამაღლება ტურიზმის ადმინისტრაციაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნიათ. ამ მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს. განთავსების ობიექტების 100 თანამშრომელს ტრენინგი ჩაუტარდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 665
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია