საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გიგა შუშანიამ პრემიერის ინიციატივა ქუთაისის ძველი ყაზარმის შენობის წინ გააპროტესტა (VIDEO)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/04/02 12:47:42

 "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის და ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია  "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ, ქალაქში არსებულ ძველი ყაზარმის შენობასთან ბრიფინგი გამართა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გააპროტესტა.


მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობა ძალიან დააზარალებს ქუთაისს და ტურისტი ქუთაისის სასტუმროებში აღარ შემოვა. 

 

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ქუთაისს დააზარალებს, რადგან ეკომომიურად ისედაც რთულ მდგომარეობაში არსებულ ქალაქი ვეღარ მიიღებს შემოსავალს. ტურისტი აღარ შემოვა ქალაქში და სასტუმროების და ჰოსტელების მუშაობა შეჩერდება. ამ ხელისუფლებას წლების წინ აეროპორტის იდეა არ მოწონდა, ახლა მიხვდნენ, რომ ეს მომგებიანია და გადაწყვიტეს თავად მიიღონ მოგება"-განაცხადა გიგა შუშანიამ.


ნახეთ ვიდეო

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 626
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია