საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერმა ჭავჭავაძის გამზირზე, სკვერში მშენებლობა შეაჩერა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/03/28 22:49:34

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩა N46 ბინასთან სკვერში მშენებლობა აღარ განახლდება. ქუთაისის მერიამ დღეს შპს „იმერეთს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა.

 

ქუთაისის მერიამ აღნიშნული მშენებლობის ნებართვა ერთი თვის უკან შეაჩერა თუმცა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად სცნო. ამის შემდეგ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა ერთი წლის უკან მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, ტერიტორიაზე მშენებლობა აღარ გაგრძელდება.

 

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, მერია მზად არის კომპანიასთან მოლაპარაკებები დაიწყოს და ალტერნატიული ფართი შესთავაზოს.


,,ეს იყო ჩემი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომ ქალაქს მეტი მწვანე ზოლი და რეკრეაციული ზონა უნდა ჰქონდეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სკვერებში უსახური და უნებართვო მშენებლობები. ჩვენ აქ სამუშაოები ერთი თვის უკან შევაჩერეთ და რადგან სააპელაციო სასამართლომ ბათილად სცნო ეს გადაწყვეტილება, ამჯერად ადგილზე ყველანაირი მშენებლობის ნებართვა გავაუქმეთ. ყველაფერი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. ჩვენ ბიზნეს ინტერესებსაც ვითვალსწინებთ და მათ ალტერნატიულ მიწის ნაკვეთს შევთავაზებთ,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. მიღებული გადაწყვეტილება მერმა მოსახლეობას, ვიცე-მერთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად გააცნო.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 683
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია