დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ღვინო საერთაშორისო გამოფენებზე
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ProWein-ზე მონაწილეობდნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/03/26 18:17:35
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „ProWein-2018“ ჩატარდა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა.


გამოფენაზე ქართული კომპანიები წარმოდგენილი იყვნენ  ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით.
გამოფენის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრო.
„დიუსელდორფის „ProWein“-ი  არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა ღვინის სექტორში. საქართველო უკვე 10 წელზე მეტია მასში სტაბილურად მონაწილეობს და ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. წელსაც, ძალიან ბევრი ქართული ღვინის დამფასებელი და მომხმარებელი მოვიდა ქართულ სტენდზე. დიუსელდორფის გამოფენაზე ქართული ღვინის კარგად წარმოჩენა ერთგვარი საწინდარია, რომ ახალ ბაზრებზე ქართული ღვინო უფრო და უფრო კარგად გაიყიდოს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წელს გამოფენაში საკუთარი პროდუქცია 64 ქვეყანამ წარმოადგინა და  მას 60 ათასამდე ღვინით მოვაჭრე და იმპროტიორი ეწვია, რაც  კომპანიებისთვის ახალი კონტაქტებისა და იმპორტიორების მოძიების შესაძლებლობაა.
საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2000 წლიდან მონაწილეობს და ერთიანი ქართული სტენდი წლიდან წლამდე წარმომადგენლობითი და მრავალფეროვანი ხდება. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. ProWein-ის გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესიც გაიზარდა და წელს, საქართველო 26 კომპანიამ წარადგინა.
როგორც ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, წლევანდელი გამოფენა განსაკუთრებული ხალხმრავლობით და პროდუქტიული საქმიანი შეხვედრებით გამოირჩეოდა.
„ProWein-2018“ში მონაწილეოდნენ შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „გიუაანი“, „მეგობრების მარანი“, შპს „ქინძმარაული“, „თელავის ღვინის მარანი“, KTW, „გურამიშვილის მარანი“, „ვაზიანი კომპანი“, „თბილღინო“, „მარნის კარი“, „ბოლერო“, „შილდა“, „ჩიგოგიძე ვაინს“, „ბადაგონი“, „მილდიანი“, „თელიანი ველი“, „კახური“, „ვიტე ვერა/ბესინი“, „შუხმანი“, „ქართული ღვინის სახლი“, „ხარება“, „შუმი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, GWS, „შატო მუხრანი, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „კორპორაცია ქინძმარაული“.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1333
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია