დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჯარო შეხვედრა ქუთაისში, საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერების მიზნით
2018/03/25 14:22:11

 

საქართველოს პარლამენტმა, ევროკავშირის (EU) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით ქუთაისში საჯარო შეხვედრა გამართა. აღნიშნული შეხვედრის მიზანს საქართველოს ღია და გამჭვირვალე პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში შესატანი ვალდებულებების განხილვა წარმოადგენდა.


ღონისძიებას უძღვებოდა  ქალბატონი ირინა ფრუიძე - ღია და გამჭვირვალე მმართელობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე და  გიორგი კლდიაშვილი - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელ  დირექტორი. მათ  დამსწრე საზოგადოებას გააცვნეს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 24 ვალდებულებას და ემყარება ღია მმართელობის პარტნიორობის (Open Government Partnership, OGP) ძირითად პრინციპებს: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ანგარიშვალდებულება, პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობა,  ტექნოლოგიები და ინოვაცია.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტის, ევროკავშირისა (EU)  და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით გამოცხადებულ კონკურსს ,,შენი იდეა ღია პარლამენტს


კონკურსის მიზანია : ღია პარლამენტის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის მათ მიერ მოფიქრებული და შერჩეული ვალდებულებების ინიცირება.  კონკურსი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს ჩაერთონ საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში და გაგვიზიარონ საკუთარი იდეები ,თუ რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა რატა გახდეს უფრო ანგარიშვალდებული, მისი საქმიანობა კი უფრო გამჭვირვალე და ღია მოქალაქეტა ჩართულობისათვის.(დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

  https://idfi.ge/ge/pagel/competitionview/14/ ).


 ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები, პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, მედიის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ეთო ჩუმაშვილი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1407
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია