საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
ქუთაისში პროფესიული განათლების სექტორის განვითარებისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის საინფორმაციო სესია გაიმართება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/03/15 00:02:00

 

 

 16 მარტს, 12:00 საათზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტისპროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვისფარგლებში, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.


შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონაწილეები  დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის III რაუნდის პირობებისა და მოთხოვნების შესახებ.

 

კონკურსი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

 

საგრანტო კონკურსის მიზანია საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა, რომელიც გააუმჯობესებს სწავლების მიწოდების ხარისხს და გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას ახალგაზრდებსა და ზრდასრულებში.

გრანტის მოცულობა 5,000 აშშ დოლარიდან - 25,000 აშშ დოლარამდეა.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, მათ შორის საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ჩართულნი არიან, როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ განათლებაში, კერძო კომპანიებს, პროფესიულ ასოციაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

მოთხოვნა წინადადების მოწოდებაზე (RfP) და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებ-გვერდზე (http://www.iswd.ge/eng/documents/2/). განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 11 აპრილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია