საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მსოფლიოს ცნობილი ადამიანები
მერილ სტრიპი: ”ცხოვრება 50 წლის შემდეგ იწყება!”
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/03/12 15:34:55

”მომწონს ის, რაც ვარ. სხვას შეიძლება არ მოვწონვარ, მაგრამ ახლა მე თავს კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობ. ნებისმიერმა უნდა მიიღოს საკუთარი ასაკი და შეეგუოს აზრს, რომ ყოველ წელს ერთი წლით ”იზრდება”. ცხოვრება მშვენიერია და როცა ახლობელს კარგავ, მაშინ განსაკუთრებით გრძნობ, რომ ყოველი ახალი დღე ახალი დღესასწაულია”.


”მახსოვს, რვა წლის ასაკში საკუთარ ბებიაზე ვიყავი შეყვარებული. მის კოსმეტიკურ ფანქარს ვიღებდი, სარკესთან ვდგებოდი და ნაოჭებს ვიხატავდი. ძალიან მინდოდა მეგრძნო, რას ნიშნავს იყო ბებია. დედა ფოტოებს მიღებდა, რომლებიც დღემდე შენახული მაქვს. მეღიმება როცა მათ ვუყურებ, რადგან დღეს ზუსტად ასეთი ვარ. სიბერეში ჩვენ ზუსტად ის ვართ, რაც გვინდოდა ვყოფილიყავით რვა წლის ასაკში და პირიქით, რვა წლის ასაკში ის ვართ, რაც გვინდა ვიყოთ სიბერეში, არადა სინამდვილეში ჩვენ საერთოდ არ ვიცვლებით. მე ოთხი შვილი მყავს, უფროსი 27 წლისაა, უმცროსი კი – 14-ის და ჩემი დედობრივი გამოცდილება მკარნახობს, რომ ადამიანი პიროვნებად ადრეულ ასაკში ყალიბდება და მერე აღარ იცვლება. წლები არ ცვლის პიროვნებას, მხოლოდ ჭკუას ასწავლის. 25 წლის ასაკში ზუსტად ვიცოდი, რა უნდა მეთამაშა და როგორ, ახლა კი, ნაკლებად ვარ ამაში დარწმუნებული და ჩემი ქედმაღლობაც სადღაც გაქრა”.

 

”ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო ძვირფასი ხდება ჩემთვის სიცოცხლე და მინდა ობიექტურად შევაფასო საკუთარი თავი. ახალგაზრდობაში თავქარიანი ვიყავი და არ ვფიქრობდი, რომ ოდესმე აუცილებლად დადგება დასასრული. თუმცა, ორი უძვირფასესი ადამინის დაკარგვის შემდეგ მივხვდი, რომ შესაძლოა მეც სულ რამდენიმე წამი დამრჩა”.

 

”თუ მსახიობი ხართ, ყველაფრისთვის გახსნილი უნდა იყოთ და განსაკუთრებით იმისთვის, რაც სხვა ადამიანებს მოაქვთ თქვენს ცხოვრებაში. გახსნილობა პროფესიონალი მსახიობის საკვებია. უნდა გაიხსნათ ემოციურად, თუ მართლა გსურთ სხვა ადამიანის გაგება. ამ ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება და სწორედ ესაა მისი აზრი. ვიღაცამ მითხრა, რომ ცხოვრების აზრი მისთ ტკბობაშია და მეც ვეთანხმები. ბედნიერი უნდა იყოთ, რომ მოგეცათ შესაძლებლობა იცხოვროთ აქ, ახლა და აკეთებთ საყვარელ საქმეს. ჩემთვის ეს კინოში გადაღება და ის შესაძლებლობაა, რომელსაც ცხოვრება მთავაზობს. მე ამას საოცრებად ვთვლი, რადგან ადრე ჩემი ასაკის ქალები ერთი ფეხით უკვე მოხუცებულთა თავშესაფარში იყვნენ”.

 

”მე არ მეშინია სიბერის. შემხედეთ, უკვე 59 წლის ვარ და ჯერ კიდევ სავსე ვარ ენერგიით. ადრე ვფიქრობდი, რომ 40 წლის შემდეგ არ მექნებოდა სამუშაო და ჩემს ადგილს ახალგაზრდები დაიკავბდნენ. ახლა კი, მოვდუნდი და ჩემს ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგადაა, ბევრი შემოთავაზება მაქვს და არც ჯანმრთელობა მღალატობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათაშორის, მე არ ვთვლი საკუთარ თავს მიმზიდველ ქალად და სიმართლე ვთქვა ნაკლებად მაინტერესებს სხვა რას ფიქრობს”.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 677
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია