საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ფეისბუქსტატუსი
ირაკლი გოგავა: „თუ ამას არ გავაკეთებთ, საუკუნის ბოლომდე გადავშენდებით!"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/03/12 13:53:56

„თუ ამას არ გავაკეთებთ, საუკუნის ბოლომდე გადავშენდებით!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„პირველ ბავშვზე - 7,000 ლარი! მეორეზე - 10,000 ლარი! მესამე ბავშვზე - 15,000 ლარი!..

თუ ამას არ გავაკეთებთ, საუკუნის ბოლომდე გადავშენდებით!

1989 წ. 5,42 მლნ - 100 %

2003 წ. 4.37 მლნ -19,4 % კლება 1,05 მლნ.

2014 წ. 3.7 მლნ - 31.8 % კლება 1.72 მლნ.

 

სამ წელზე გაწერილი დაფინანსებით და იმ მოცემულობით, რომ წელიწადში იბადება 50000 ბავშვი, თვეში 30 მლნ. ლარია საჭირო. წელიწადში 360 მლნ. ლარი - ეს უხეშად დათვლილი, სავარაუდოდ ცოტა მეტი იქნება. რატომ არის არარეალური? ცხადია, ნელ-ნელა გაიზრდება ციფრი და ეს იქნება სასიამოვნო ზრდა, რადგან იმატებს შობადობა", - წერს ირაკლი გოგავა.



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 371
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია