დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჯორჯიან მანგანეზი“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
2018/03/12 12:57:02

 

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს:

 

"ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 55 წლის მუშა გარდაიცვალა.


დავით ძაბირაძე სარემონტო-სამშენებლო საამქროს თანამშრომელი იყო.  „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, სამუშაოს შესრულების დროს იგი მე-4 საამქროს სახურავიდან გადმოვარდა.


მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად  გამოძიება მიმდინარეობს.


შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.


 

შენიშვნა: შინაგან საქმეთა სამინისტროში  აცხადებენ, რომ გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1331
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია