დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგანგებო სიტუაციების სამსახური სტიქის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/03/10 11:17:54

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ 9 მარტს, ძლიერი ქარის გამო აღმაშენებლის ხეივანზე შენობის მე-13 და მე-14 სართულიდან მინები ჩამოცვივდა. შემდეგ კი სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ვიტრაჟების დემონტაჟი განახორციელა და სხვა მინების ჩამოვარდნა თავიდან აიცილა.


ასევე, ქარის გამო დიდ დიღომში, ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე, სახურავიდან თუნუქის ფურცელი ჩამოვარდა და მანქანას დაეცა. ​შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

21:00 საათის მონაცემებით, საქართველოში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახების მოთხოვნით 250-ზე მეტი ზარი განხორციელდა. მათ შორის, 166 თბილისში, ხოლო 88- რეგიონში.

 

​თბილისში, სახანძრო-სამაშველოს გამოძახების ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა დიდ დიღომში, დიღმის მასივში, საბურთალოზე, ისნისა და სამგორის რაიონებში.

 

საგანგებო სირტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, მოქალაქეები ძირითადად შენობა-ნაგებობების დაზიანების, ხეების წაქცევის, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანების შესახებ ახორციელებდნენ შეტყობინებებს. არცერთ შემთხვევას მოქალაქეების დაშავება არ მოჰყოლია.


სამსახურის ინფორმაციით, 16:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით სტიქიის შედეგად დაზიანდა:

  • თბილისი – 54 საცხოვრებელი სახლი; 68 -ხე; 7 – გარე განათების ბოძი ; 43 -ელექტროსადენი; 6 – ავტომანქანა; 5 – გაზის ცენტრალური მილი; 6- სარეკლამო ბანერი
  • შიდა ქართლი – დაზიანდა 3 საცხოვრებელი სახლის სახურავი
  • აჭარა – დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი
  • იმერეთი -სამტრედია, სოფ. საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი
  • სამეგრელო-ზემო/სვანეთი- მესტია, სოფ. ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა. მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია; 
  • მცხეთა-მთიანეთი – მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორია, დაზიანებულია 1 საცხოვრებელი სახლი.
  • სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1452
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია