საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტისგან გენდერული კვოტების მხარდაჭერას ითხოვს
2018/03/08 13:37:00
118 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამოიყენოს „ისტორიული შანსი“ და პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭიროს 37 455 მოქალაქის ხელმოწერით წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ქალებისთვის სავალდებულო კვოტების შემოღებას ითვალისწინებს და პარლამენტსა და საკრებულოებში ქალი წევრების რაოდენობის ზრდას ემსახურება.


გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაში, არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან, რომ კანონპროექტს მხარი უკვე დაუჭირეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული განვითარების კომიტეტებმა, და მოუწოდებენ საკანონმდებლო ორგანოს „დროულად განიხილოს“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე.
არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ „საქართველო ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება“, რაზეც პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის „შეუსაბამოდ დაბალი“ მაჩვენებელი (16% და 13.46%, შესაბამისად) მიუთითებს.
 
არასამთავრობოების განცხადებით, „ქალებს არჩევნებში კანდიდატებად დასახელებისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, სოციალური და ეკონომიკური ბარიერების გადალახვა უწევთ“, ამ დაბრკოლებების დაძლევა კი, თანასწორობის უზრუნველსაყოფად, „ქმედითი ზომების გატარებას მოითხოვს“.
„უმნიშვნელოვანესია, ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა გამოავლინონ ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის მკაფიო პოლიტიკური ნება და დაუჭირონ მხარი საქართველოს მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივას“, - ნათქვამია მიმართვაში.
წყარო: http://www.civil.ge/geo/article.php?id=32058
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 258
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია