საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთში აგროზონის განვითარების პროექტი იწყება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/03/07 00:37:03

იმერეთის რეგიონში სპეციალური აგროზონა შეიქმნება, რომელშიც, საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელებით, დაახლოებით, 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის  სხდომაზე განაცხადა.

 

„პროექტის მიზანია იმ მოცულობის განვითარება, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ სტანდარტიზებული, უნიფიცირებული ხარისხის მქონე ქართული პროდუქცია გავიტანოთ მაღალი სტანდარტების მქონე ბაზრებზე, როგორიცაა ევროკავშირის და სხვა ბაზრები. ეს გულისხმობს როგორც სათბურების, ასევე სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობების მშენებლობას“, – განაცხადა პრემიერმა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საქართველოში ორი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაზე, რომელთაგან ერთი იმერეთში, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მეორე – აღმოსავლეთში, რუსთავთან ახლოს აშენდება.

 

„იმერეთის აგროზონის და ლოგისტიკური ცენტრის ერთობლიობა ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს იმერეთის განვითარებას. ეს იქნება როგორც მეწარმეობის წახალისებისთვის, ასევე ადგილზე სოციალური სურათის მნიშვნელოვანი შეცვლისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს პროექტი ასევე მოიცავს კოპიტნარის აეროპორტში სასაწყობე მეურნეობის და სატვირთო ტერმინალის განვითარებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთლიანად იმერეთისთვის და საქართველოსთვის. დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც რეალურად მოთხოვნა არსებობს ევროკავშირის ბაზარზე, საჭიროა უბრალოდ დიდი რაოდენობით და მაღალი, უნიფიცირებული სტანდარტის პროდუქციის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა. დღეს არსებული კერძო სექტორი, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ხდება წარმოება, ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ, ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ კერძო სექტორს და როგორც მოცულობის, ისე ხარისხის კუთხით დავაწესოთ მაღალი სტანდარტი, რომ იმერული პროდუქტი, კონკრეტულად საუბარია მწვანილზე და ასევე სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე, იმ რაოდენობით და იმ ხარისხით იყოს წარმოებული, რა რაოდენობა და ხარისხიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, სტაბილური მიწოდება უზრუნველვყოთ ევროკავშირის ბაზარზე. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და დარწმუნებული ვარ, მას საქართველოს სხვა რეგიონებშიც სერიოზული პერსპექტივა ექნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმერეთის აგროზონის პროექტი, რომელიც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოაქვს. იგულისხმება იმერეთის რეგიონში სპეციალური აგროზონის შექმნა - დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელებით. ეს იქნება იმერეთისთვის ტრადიციული დარგის - სასათბურე მეურნეობების განვითარება, ადგილობრივი მეწარმეებისთვის ხელშეწყობა იმ მოცულობის განვითარებაში, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ სტანდარტირებული, უნიფიცირებული ხარისხის მქონე ქართული პროდუქცია გავიტანოთ მაღალმოთხოვნად, მაღალი სტანდარტების მქონე ბაზრებზე, როგორიცაა ევროკავშირის ბაზარი და სხვა. ეს გულისხმობს როგორც სათბურების, ასევე, სამაცივრე, სასაწყობე მეურნეობების მშენებლობას“, - განაცხადა პრემიერმა.

 

სასათბურე  კლასტერის  ₾100 მლნ -იან პროექტში მონაწილეობა ყველას შეუძლია.

 

გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოს ყველა მოქალაქეს და ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა იურიდიულ პირს.

 

მთავარი მოთხოვნა მიღებულ მიწის ნაკვეთზე სათბურის აშენებაა, რომელმაც არანაკლებ 0.1 ჰა, არაუმეტეს 5 ჰა უნდა მოიცვას. 

 

პროექტის მიზანია, აგროზონის შექმნით, იმერეთის  ტრადიციული საექსპორტო დარგის, მემწვანილეობის  განვითარება და ბოსტნეულის საექსპორტო პოტენციალის  ათვისება.

 

იმერეთის აგროზონის ტერიტორიაზე გზის, ელექტროენერგიის, წყლის, გაზის მიყვანაზე სახელმწიფო იზრუნებს.

 

ზონაში  დამოუკიდებელ სუბიექტად წარმოდგენილი იქნება საექსპორტო კომპანია, რომელიც პროდუქციის  დახარისხება-გაყინვასთან ერთად, შეფუთვისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული შენობა/ნაგებობას შექმნის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 591
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია