საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარედ ნათია კუპრაშვილი აირჩიეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/03/06 23:45:45

დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის კრება გაიმართა, სადაც ერთ-ერთი საკითხი ახალი თავმჯდომარის არჩევა გახლდათ.ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარედ "ჟურნალისტიკის რესურსცენტრის" ხელმძღვანელი, ნათია კუპრაშვილი აირჩიეს. ნათიამ ამ პოსტზე “ევროპის ფონდის” პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე შეცვალა. პლატფორმა ევროინტეგრაციის კუთხით მომუშავე 200-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს.


ნათია კუპრაშვილმა თავის საუბარში  განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლებაზე გაამახვილა, მისი თქმით, საჭიროა, საქართველოს მოქალაქეებმა ზუსტად იცოდნენ, რა შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და  ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ უნდა დაინგრეს. მან ასევე ისაუბრა ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზე. 

წესდების თანახმად, ნათია კუპრაშვილი “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის” თავმჯდომარის პოსტს ერთი წლის ვადით დაიკავებს.

 

ნახეთ ლინკი https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=QdDFGOviflI

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 432
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია