საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს ამბები
გიგა შუშანია:"დღევანდელი სხდომა იყო სრულიად კურიოზული"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/02/28 17:29:41

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების(ავტომობილების) "საკალათბურთო კლუბ ქუთაისისისათვის" გადაცემას მხარი არ დაუჭირა. მათი თქმით, ეს ფაქტი სრულიად გაუგებარი და კურიოზულია.


"ბიუროს სხდომაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მანქანების გამოცვლის მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ მძღოლებმა არ იციან მექანიკური ავტომობილების მართვა.  ჩემი აზრით, მძღოლმა უნდა იცოდეს ნებისმიერი ტიპის მანქანის მართვა. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს აშკარა ნეპოტიზმზე. ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი ვერცერთ დასმულ კითხვაზე, ამიტომ ძირითად საკითხებს მხარი არ დავუჭირეთ. დღევანდელი სხდომა არის სრულიად კურიოზული." - განაცხადა გიგა შუშანიამ, ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა.


ოპოზიციამ კრიტიკული  გზავნილები არც მერისთვის დაიშურა და ქალაქის ახალ მერს, გიორგი ჭიღვარიას, ურჩია, რომ საკრებულოს სხდომებს დაესწროს.


მმართველი გუნდის თქმით, მერი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმეებითაა დაკავებული და მის აქტივობას ამომრჩეველი სოციალური ქსელიდანაც  კარგად ხედავას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1007
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია