საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"მადლიერების სახლის" 121 ბენეფიციარს შესაძლოა უფასო კვების პროგრამა შეუწყდეს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/02/28 17:21:15

ქუთაისის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგით მე-5 სხდომა გაიმართა.ჯერ კიდევ  დღის წესრიგის დამტკიცებამდე   განსაკუთრებული დავის საგანი გახდა "მადლიერების სახლის" წესდებასთან  დაკავშირებული შესაძლო ცვლილების განხორციელება, რომლის მიხედვითაც მადლერების სახლის 121 ბენეფიციარს შესაძლოა  უფასო კვების პროგრამა  შეუწყდეს.

"ეს ადამიანები ქუთაისის მერიამ და მადლიერების სახლის ხელმძღვანელობამ  ხვალიდან გაწირა შიმშილისთვის. მე მოვუწოდებ ქალაქის მერს პირდად დაინტერესდეს ამ საკითხით. ამ ადამიანებს ელემენტარული სარჩო არ აქვთ, მაშინ როდესაც მადლიერების სახლის ხელმძღვანელს 1100 ლარი აქვს ანაზღაურება. ჩემი აზრით,  უნდა დადგეს მადლიერების სახლის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი 121  შეჭირვებული ადამიანის სიიდან ამოყრის გამო." - განაცხადა გიგა შუშანიამ , ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა.

 საკითის განხილვაში ჩაერთო ვიცე-მერი ნინო თვალთავაძე, მისი თქმით, ოპოზიციური  ფრთის წამომადგენლების მხრიდან აღნიშნული საკითხის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.  

"მადიერბის სახლის 121 ბენეფიციარის მიმარართ იყო პროგრამის შეჩერების საფუძველი, მაგრამ ჩვენ ეს გადაწყვეტილება არ მივიღეთ. ჩვენ გადავწყვიტეთ შევისწავლოთ თითოეული მათგანის სოციალური მდომარეობა და  ვისი სოციალური სარეიტინგო ქულაც  65 000-ზე მეტი იქნება, მაგრამ შევხედავთ,რომ  მაინც ესაჭიროებათ უფასო კვების პროგრამა,  ამ შემთხვევაში, ჩვენს კრიტერიუმებში შევიტანთ ცვლილებებს.

ბენეფიციარების შერჩევა მოხდა სოციალური სააგენტოს მიერ მოწოდებული სარეიტინგო ქულების მიხედვით. დღევანდელი მონაცემებით 121 ადამაინს აქვს  65 000 ზე მეტი ქულა.

პირველ ეტაპზე გადავამოწმეთ სოციალური მდგომრეობა, შემდგომ შვაჩერეთ ბრძანების აღსრულება, რათა უფრო დეტალურად შევისწავლოთ მათი მდგომარეობა და 5 მარტამდე გვექნება ზუსტი დასკვნა." -ამბობს  ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 693
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია