დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პენსიონერებისათვის ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ფასების განახევრება იგეგმება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/02/28 15:46:26

საქართველოში პენსიონერებმა ზაფხულიდან გარკვეული სახის მედიკამენტები, შესაძლოა, მინიმალურ ფასად მიიღონ, ამ ინფორმაციას ტელეკომპანია Imedi ავრცელებს.


საუბარია ოთხი ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე, მათ შორის, გულსისხლძარღვთა სისტემის (მაღალი წნევა, გულის უკამრისობა, კორონარულ სისხლძარღვთა დაავადება),  ენდოკრინოლოგიური დაავადებების (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებური ჯირკვლის დაავადებები), ბრონქალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალო საშუალებებზე.

 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 სახეობის მედიკამენტის შეძენა 100 ათასი და უფრო დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შუძლიათ. ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში კი, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პენსიონერებიც დაემატებიან, რომლებიც მედიკამენტებს საბაზრო ღირებულების ნახევარ ფასში შეიძენენ.

ამასთან, აღნიშნული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების რაოდენობა შესაძლებელია 23–დან 50–მდე გაიზარდოს.

„ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების დაფარვიდან გადავალთ ქრონიკული დაავადებების უმეტესობის დაფარვაზე", — განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

 

სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედდა. საუბარია 30 დასახელების მედიკამენტის შესახებ. აღნიშნული პროგრამის თანახმად, საქართველოს 600 ათასამდე მოქალაქე, რომელიც სოციალურად დაუცველ პირთა ან ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერთა კატეგორიას ეკუთვნის, 1 ივლისიდან ყოველთვიურად საჭირო მედიკამენტებს იღებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია