დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
28 აპრილს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/02/26 19:41:37

 


28 აპრილს №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო.

 

 დღესვე, ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

 „28 აპრილს არჩევნები ჩატარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 48 054 ამომრჩეველი. პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად  ორგანიზებას გაუწევს ვანის ძირითადი და ხონის  დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები. დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. დღესვე, ცესკომ  განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარისთვის. მათ შორის, არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისათვის და დაადგინა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა“,-აღნიშნა ბრიფინგზე ანა მიქელაძემ.

 

 დღევანდელ სხდომაზე ცესკომ 28 აპრილის არჩევნებისთვის ვანისა და ხონის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. ცესკოს მიერ  განისაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები.

 

 

ცესკომ დადგენილებით მიიღო 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც.

 

 

„აღსანიშნავია, რომ 2017 წლის არჩევნებისთვის წარმატებულად განხორციელებული საპილოტე პროექტის შემდეგ, ცესკოს მიერ დღეს მიღებული დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს 28 აპრილის შუალედური არჩევნებისთვისაც ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ საარჩევნო ადმინისტრაციის სპეციალური ონლაინ პროგრამა საკუთარი წარმომადგენლების ელექტრონული წესით დასანიშნად“, -განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

 

 

სხდომაზე სახელმწიფოს მიერ შუალედური არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესიც განისაზღვრა. ცესკოს მიერ დღეს მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი დაინტერესებული მხარეებისთვის ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

 

 „დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება და აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. გარდა ამისა, დაიწყო რეგისტრაციის პროცესი როგორც პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის, ისე აკრედიტაციის მსურველი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მედიას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებას საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში და გამოთქვამს მათთან თანამშრომლობის მზადყოფნას“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1433
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია