დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი შენგელია "თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის მხოლოდ წარსული, ეს ჩვენი აწმყოც არის და ჩვენი მომავალიც
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/02/25 15:51:49

 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დღეს ქუთაისის მერიის და ქალაქში არსებულ ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშები დაეშვა.


ამ დღესთან დაკავშირებით კომენტარიგააკეთა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამ:


"თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის მხოლოდ წარსული, ეს ჩვენი აწმყოც არის და ჩვენი მომავალიც. 

 

აწმყოში ყოველდღიურად გვიხდება ზრუნვა თავისუფლებისთვის; გვიწევს იმ აგრესიასთან შეჭიდება, რომელიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან მოდის. მეზობელი, რომლის გამოც 1921 წლის 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში. 

 

მტკივნეული, რადგან ზოგადად ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის დაკარგვა არის ყველაზე საშინელი რამ, რაც ქვეყანას შეიძლება დაემართოს;

ტრაგიკული, რადგან ათასობით ქართველის სიცოცხლე და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება შეიწირა.

 

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ ვაჟკაცებს შორის იყვნენ ახალგაზრდა იუნკერები. სწორედ, ბრძოლის გამოცდილების გარეშე, რომ შეძლეს მედგარი წინააღმდეგობის გაწევა. ჩვენ, წარსულში იუნკერების სახით გვყავდა გმირები. ჩვენ, აწმყოში გვაქვს ამ გმირების სახით მაგალითები. მაგალითები თუ როგორ უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად. თუ როგორ უნდა მოვემზადოთ ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს ყველა სამხედროს დაუდგეს.

 

97 წლის წინ, მტკივნეული და ტრაგიკული დღის შემდეგ დაიწყო ის ბრძოლა, რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.

დღეს თითოეული ჩვენგანი ქვეყნის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას. დღეს ჩვენ არ ვეგუებით იმ ფაქტს, რომ ქვეყნის გარკვეული ტერიტორიები ოკუპირებულია. ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს სჭირდება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო. თითოეული ჩვენგანის როლი და პასიუხისმგებლობა კი ამ მიდგომაში თანაბარია. ხოლო თავის მხრივ სახელმწიფო ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოიყენებს ჩვენი ქვეყნის გასამთლიანებლად” 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1089
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია