დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში "ახალგაზრდა მუსიკოს–შემსრულებელთა მეორე ეროვნული კონკურსი" ჩატარდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/02/18 14:00:00

ააიპ „არტ–ლიგას “ ორგანიზებით , ქუთაისში, 18 თებერვლიდან "ახალგაზრდა მუსიკოს –შემსრულებელთა მეორე ეროვნული კონკურსი " ჩატარდება. აღნიშნული კონკურსი ქუთაისში პირველად 2015 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 100 ზე მეტმა კონკურსანტმა მიიღო.

 

2018 წლის კონკურსი ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ჩატარდება და მასში ქვეყნის ყველა რეგიონიდან იქნებიან ჩართული ახალგაზრდები. ( ასაკ.კატეგ. 18 დან –22 წლამდე) . ამჯერად, კონკურსის ჟიურის შემადგენლობა უცხოელი სპეციალისტებით არის წარმოდგენილი , რომლებიც კონკურსანტებს ქართველ მუსიკოსებთან ერთად შეაფასებენ. ი.ჯ. პადერევსკის სახელობის მუსიკალური აკადემიის პროფესორები ქუთაისთან დაძმობილებულ ქალაქ პოზნანიდან არიან მოწვეულნი.


კონკურსის დაწყებამდე ორგანიზატორებსა და ჟიურის შემადგენლობას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია , ა(ა)იპ ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწსებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი რევაზ თედორაძე და მმართველის მოადგილე ბაია კოღუაშვილი შეხვდნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

,,მ. ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა მეორე ეროვნული კონკურსის” ჟიურის შემადგენლობა :

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორები:

გოგი ჭიჭინაძე - დირიჟორი - ჟიურის თავმჯდომარე
ნესტან მესხი - პიანისტი- საქართველოს დამსახურებული არტისტი
ნოდარ ჟვანია - ალტისტი - საქართველოს სახალხო არტისტი
ზაალ ხელაია- ვოკალი - თბილისის ოპერისა და ბალეტის სოლისტი
ირაკლი ევსტაფიშვილი- ფლეიტა- საქ. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

ქ. პოზნანის პადერევსკის სახელობის მუსიკალური აკადემიის პროფესორები:

ანა ელჟბიეტა ორგანიზჩაკ - ფორტეპიანო
Anna Elzbieta Organiszczak

რომან იან გრინი- საყვირი
Roman Jan Gryn

მარეკ იან მოზძიერზ - ვოკალი
Marek Jan Mozdzierz

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1523
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია