დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ერთი მილიონი ამბოხებული ქალი რევოლუციისათვის“- ქუთაისი მსოფლიო კამპანიას შეუერთდა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/02/17 21:45:54

მსოფლიოს სოციალური კამპანიის  ფარგლებში - "ერთი მილიარდი ამბოხებული ქალი რევოლუციისათვის - ქუთაისში   სოციალური აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო/LDA Georgia, თუმცა მასში მონაწილეობა მიიღო ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც რეგიონში ქალთა უფლებებზე მუშაობენ.


„ ეს არის სიმბოლური აქცია იმ ქალებისათვის, რომლებსაც სჭირდებათ გაძლიერება და სხვა ადამიანებისაგან სოლიდარობის განცდის დანახვა.“  - განაცხადა მაკა ცერცვაძემ, ადგილობივი დემოკრატიის სააგენტოს ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორმა.


აქციას მხარი დაუჭირა ქუთაისის მერიმაც. აქციაზე იმყოფებოდა ქუთისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაინიშნა გენდერის  საბჭოს თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტში. მისი თქმით - წელიწადში ერთხელ იმართება მსგავსი ტიპის გლობალური აქცია და ის სრულად იზიარებს ამ სოციალური კამპანიის პათოსს.  ადგილობივი ხელისუფლება შესაბამის პრევენციას მოახდენს ქალთა მიმართ ძალადობაზე.


 აქცია ორი სათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სხვადასხავა ღონიოსძიებებით. ნებისმიერ მსურველს შეძლო საკუთარი მესიჯი გაეჟღერებინა და მხარი დაეჭირა ქალთა უფლებეისთვის.

 

 შეგახსენებთ, "ერთი მილიარდი ამბოხებული რევოლუციისათვის/One Billion Rising Revolution" არის მსოფლიოში ცნობილი კამპანიარომელიც ეკუთვნის ივ ენსლერს - კამპანიის იდეის ავტორს და ინიციატორსუნდა

მთელ მსოფლიოს უჩვენოს ქალთა სოლიდარობა და უამრავი ქალის ერთობლივი ძალისხმევა თავიანთი უფლებების დაცვისთვის.

კამპანია გულისხმობს გლობალურ ქმედებასრომელიც მთელ მსოფლიოს უჩვენებს ქალთა მრავალრიცხოვნებას საკუთარი 

უფლებებისთვის ბრძოლაში

აქციის ინიციატორები მოუწოდებენ მილიონობით ქალს, გამოვიდნენ სახლებიდანსამსახურებიდან 

და გაერთიანდნენ იმისთვისრომ იცეკვონ და მოახდინონ ერთიანი ძალის დემონსტრირება სამართლიანობის აღდგენის

ძალადობის დაგმობისა და გენდერული თანასწორობისათვის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1563
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია