დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უტარდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/02/13 15:04:29

 

 

ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 335 222 ლარით ფინანსდება. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს. ამჯერად, ზურაბ ალავიძე  იმერეთში იმყოფებოდა, სადაც რეგიონში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო. 

 


ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მინისტრმა ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა


განახლებული საჭადრაკო სკოლა, ზაფხულიდან  საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირების მასპინძლობას შეძლებსაღნიშნული ობიექტი  მე-20 საუკუნის მეორე  ნახევარშია აშენებული და  მას შემდეგ შენობის რეკონსტრუქცია არ მომხდარა


შენობის პირველ  სართულზე  განთავსებულია  ორი- წითელი  და  მწვანე დარბაზი. პროექტით გათვალისწინებულია მწვანე დარბაზისგაფართოება, რის შედეგადაც  მოეწყობა ექვსი ოთახი, თავისი სველი წერტილებით. ასევე, რეაბილიტირდება  შენობის ფასადი და აივნები. სამუშაოების ივნისში დასრულდება.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1392
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია