დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა იწყება
2018/02/13 13:11:05

ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა 8 სოფელზე გაივლის.

 

ეს სოფლებია: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, უშოლთა, ბოყვა, კვაშხიეთი და ზუდალი. ინფორმაციას mtisambebi ავრცელებს.

 

ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კილომეტრით, მგზავრობის დროს კი 1.5-2 საათით შეამცირებს. ახალი გზა 45 კმ სიგრძის იქნება და საჩხერიდან დაიწყება.

 

საბოლოოდ, ახალი გზა ამბროლაური-ონის გზას შეუერთდება, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან 20 კილომეტრით არის დაშორებული, ონიდან კი 5 კილომეტრით.

 

გზის მშენებლობა 5 ნაწილად არის დაგეგმილი. ტენდერი უკვე დასრულდა პირველ მონაკვეთზე და ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს. მეორე მონაკვეთის საპროექტო დოკუმენტაცია დასრულების ეტაპზეა და ტენდერი მომდევნო 5 კილომეტრის მშენებლობაზე, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

 

სამშენებლო სამუშაოების დასრულება ყველა მონაკვეთზე 2020 წლისთვის იგეგმება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1753
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია