დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ლონდა თოლორაია დაინიშნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/02/13 13:00:55

 

 საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ლონდა თოლორაია დანიშნა, რომელიც შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყნის პროკურატურაში არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების პროცესს უწევდა კოორდინირებას, აღნიშნულია უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.


ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი იანვარში შეიქმნა. მისი ჩამოყალიბების შესახებ ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში დააანონსეს, როდესაც პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას უცხადებდა. მაშინ გახარიამ განაცხადა, რომ შსს–ში რიგი სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

 

თოლორაიამ 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2008 წელს გახდა სამართალმცოდნეობის მაგისტრი.

 

2009 წლის თებერვალში თოლორაია დანიშნეს საქართველოს მთავარი პროკურატურაში ანალიტიკური სამმართველოს პროკურორად. ამ თანამდებობაზე მან 2009 წლის აგვისტომდე იმუშავა.

 

2010 წლის თებერვლიდან 2012 წლის დეკემბრამდე ის მუშაობდა მთავარ პროკურატურაში ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორად, შემდეგ – დეპარტამენტის უფროსად.

 

2012 წლის დეკემბრიდან — 2013 წლის სექტემბრამდე თოლორაია მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურაში ინოვაციური პროექტების მართვის სამმართველოს უფროსად; 2013-2016 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი; პარალელურად კოორდინირებას უწევდა არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების პროცესს.

 

2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე იყო მთავარ პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

 

ის ასევე იყო მიწვეული ლექტორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (საგანი — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება) და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში (საგანი — სისხლის სამართალი).

 

 თოლორაიას ინიციატივით საქართველოს ყველა რეგიონში შეიქმნა არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური ჯგუფები მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების, ადვოკატების, სოციალური მუშაკების, მედიატორებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით.

 

აქტიურად იყო ჩართული არასრულწლოვანზე ორიენტირებული გარემოს კონცეფციის შექმნისა და არასრულწლოვანთა შესახებ მონაცემთა შეგროვების სრულყოფის პროცესში.

 

მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა გამოძიების ელექტრონული პროგრამის, ასევე, პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვა, პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

 

შს მინისტრის გადაწყვეტილებით, თოლორაიას მოადგილე იქნება მაკა ფერაძე, რომელიც 2017–2018 წლებში სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. ასევე, 2006–2008 წლებში ის შს მინისტრის მოადგილის თანაშემწე იყო.

 

ფერაძე არის თსუ–ის კურსდამთავრებული სამართალმცოდნეობის სპეციალობით (დაამთავრა 2000 წელს).

 

 



Read more: https://sputnik-georgia.com/politics/20180213/239282094/adamianis-uflebaTa-dacvis-departaments-Toloraia-uxelmZRvanelebs.html

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1337
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია