დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთი წლის მართა აბულაძის სიცოცხლის გადასარჩენად ჩვენი თანადგომა აუცილებელია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/02/06 20:05:37

ჩვენმა რედაქციამ ეს წერილი ახლახანს მიიღო და გვინდა, რომ ყველას გავაგებინოთ პატარა მარტა აბულაძის დიდი პრობლემის შესახებ, რომელიც დახმარებას ითხოვე. წერილს უცვლელად გთავაზობთ:


მოგესალმებით და მთელი არსებით გთხოვთ, თანაუგრძნოთ პატარა უცოდველ არსებას, მართა აბულაძეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი წლისაა და უკვე იბრძვის არაერთ მძიმე დაავადებასთან საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. მას დაუდგინდა დიაფრაგმის თიაქარი და ასევე სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება საყლაპავ მილზე, რომელიც ნორმაზე მცირე სიგრძისაა და აღენიშნება მრავლობითი სისხლმდენი წყლულები.


ოპერაცია უნდა გაკეთდეს ესპანეთში არაუგვიანეს 1 კვირისა, ეს ყველაფერი კი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და მშობლებს ჩვენი სიკეთისა და თანადგომის გარეშე არ აქვთ საკმარისი რესურსები, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: თითოეულ თეთრს, რომელიც მის ანგარიშზე ჩაირიცხება; თითოეულ სიტყვას და ლოცვას მის გადასარჩენად;  თითოეულ გაზიარებას ან მოწონებას ამ პოსტის, რადგან ასე რაც შეიძლება ბევრ ჰუმანურ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა.



> მიმღები ბანკის კოდი: TBCBGE 22
> მიმღები ბანკის დასახელება: თიბისი ბანკი
> მიმღების ანგარიში: GE53 TB7000146365100024
> მიმღების დასახელება: სოსო აბულაძე



წინასწარ უღრმესი მადლობა ყველას ვინც რაიმე სახის რეაგირება მოახდინეთ ამ განცხადებაზე. მე მჯერა სიკეთის ძალის და მჯერა რომ მართა კიდევ მრავალ გაზაფხულს იხილავს ღვთის წყალობით

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5547
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია