დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე „პენსიონერთა და ვეტერანთა პროფესიული კავშირის“ წევრებს შეხვდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/02/06 18:30:02

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ  ლატარია   „პენსიონერთა  და  ვეტერანთა  პროფესიული კავშირის“  წევრებს  შეხვდა. 

 

ორგანიზაციის  წარმომდაგენლებმა    საკრებულოს  თავმჯდომარესთან იმ  საკითხებზე და პრობლემებზე ისაუბრეს,  რომელიც  ზოგადად  პენსიონერებს  აქვთ.   ნიკოლოზ ლატარია   „პენსიონერთა  და  ვეტერანთა  პროფესიული კავშირის“  წევრებს   ყველა  მათ მიერ  წამოჭრილი  საკითხის  შესწავლას  და  დახმარებას, მისი  კომპეტენციიდან გამომდინარე,  დაპირდა.

 

-„დღეს  შევხვდი  ამ  ღირსეულ ადამიანებს , ისინი  ძალიან  კარგად  არიან ინფორმირებული, თუ  რა  კეთდება  ჩვენს  ქალაქში  და რისი  გაკეთებაა  კიდევ  საჭირო .   პრობლემები,  რომლებიც  მათ  მიერ იყო დღეს   დაყენებული  ჩავინიშნე,   შესაბამის  ორგანოებათან  გავლის  შემდეგ   კი  მე    პირადად    ვეტყვი  მათ,  თუ  რისი  გაკეთება შეგვიძლია  ამ  ეტაპზე  და  რისი  არა.  ჩვენ,   ადგილობრივი  ხელისუფლება,   ვალდებული   ვართ,  ყველა  მათ  დასმულ  კითხვას  პასუხი  გავცეთ  და   შეძლებისდაგვარად  გადავჭრათ .“ -განაცხადა შეხვედრის  შემდეგ  ქუთაისის  საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ  ლატარიამ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1315
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია