საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინტერესო სტატისტიკას ავრცელებს: 2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა და 16 475 შეადგინა.
ვიზიტორთა შორის 54% ქართველია, ხოლო 46% უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა - 94%-ით.
სტატისტიკის მიხედვით, იანვრის თვის ყველაზე მონახულებადი პარკებია:
· თბილისის ეროვნული პარკი
· ყაზბეგის ეროვნული პარკი
· პრომეთეს მღვიმე
· ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
· სათაფლია