დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ფონდ "სოხუმი"-ს ხელმძღვანელს შეხვდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/02/06 15:47:10

ქუთისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია ფონდი "სოხუმის" წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო უკვე არსებული გამოცდილების გაზიარება, სამომავლოდ ახალი წევრებისგან დაკომპლექტებული საბჭოს ეფექტური მუშაობისთვის.

 

ქუთაისის საკრებულოსთან გენდერული საკონსულტაციო საბჭო 2013 წელს მეოთხე მოწვევის საკრებულოსთან შეიქმნა, ფონდი "სოხუმის" ინიციატივით.

 

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვუსმონო ფონდს, რომლის ინიციატივით ჯერ კიდევ 2013 წელს შეiქმნა გენდერული საკონსულტაციოა საბჭო. მათი გამოცდილების, შეფასებების და შეხედულებების გაზიარება მხოლოდ კარგად თუ აისახება საბჭოს სამომავლო მუშაობის პროცესზე. მიხარია, რომ ქალბატონი ალას მხრიდან თანამშრომლობის სრული მზაობა დაიფიქსირდა. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს - ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო იყოს ეფექტური, აქტიური, პროგრესული და მაგალითის მიმცემი თუნდაც სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული საბჭოებისთვის. ჩვენი საერთო ხედვაა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რომ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში შესაძლებლობა გახდეს განსახორციელებელი ინიციატივების გაწერა"- გამაცხადა ირაკლი შენგელიამ.

 

მისივე თქმით სანამ საბჭოს პოტენციურ წევრებს შეთავაზებები დაეგზავნება,  მანამ კონსულტაციისა და რეკომენდაციების მიზნით არასმთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება.

 

ალა გამახარიას თქმით, ქუთისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო უნდა იყოს სანიმუოდ ეფექტური.

 

"თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ვისაუბრთ იმ სირთულეებსა და სფეციფიკაზე, რაც ახლდა წინა სასბჭოს მუშაობის პროცესს. ვისურვებდი, ამ საბჭომ იმუშაოს იმდენად აქტიურად, რომ ივნისისთვის, ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოხდეს განსახორციელებელი ინიციატივების ასახვა"  - ალა გამახარია, ფონდი "სოხუმის" დამფუძნებელი.

 

შეგახსენებთ, რომ საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია 5 თებერვლას დაამტკიცეს. დებულების თანახმად, აღნიშნული პოსტი შეეძლო საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, ან კომისიის თავმჯდომარეებს შეეთავსებინა. აქვე, დებულებით არ არის განსაზღვრული საბჭოში შემავალი წევრების რაოდენობა. საბჭოს წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1513
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია