დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტმა სტრატეგიული განვითარების 5 წლიანი გეგმა წარადგინა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/01/25 21:23:30

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეში 2018-2024  წლის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.  5 წლიანი სტრატეგიული გეგმა ითვალისწინებს  სწავლის ხარისხის განვითარებას, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებას, სერვისების განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესაებასა  და მართვის სისტემის სრულყოფას.


"ვთვლით, რომ ვალდებული ვართ საზოგადოებას გავაცნოთ ის წარმატებები და მიღწევები, რაც ჩვენს სასწავლებელს აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ დაინტერესებულ მხარეებთან რას ვაპირებთ მომავალში. მსგავს ინტერაქტიულ შეხვედრებს 2013 წლიდან ვმართავთ"- განცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.


სტრატეგიული გეგმის განხილვა  ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა. მათი აზრით სტუდენტთა დასაქმების კუთხით უნივერსიტეტმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ ბიზნესწრეებთან და დამსაქმებლებთან. კონკრეტულ ფაკულტეტტებზე არ უნდა იყოს შესაძლებელი,  იმაზე მეტი სტუდენტის ჩარიცხვა,ვიდრე ამას დასაქმების ბაზარი ითხოვს.


კონკრეტული შენიშვნები ჰქონდათ დამსაქმებლებსაც, მათი თქმით უნივერსიტეტში უნდა დაინერგოს მოხალისეობრივი კულტურა, რათა სტუდენტებს თავიდანვე ჩამოუყალიბდეთ პრეზენტაბელური უნარები. მათივე თქმით მეტი დრო უნდა დაეთმოს ყველა ფაკულტეტზე უცხო ენების შესწავლას.


ყველა დაინტერესებულ მხრესთან თანამშომლობისთვის უნივერსიტეტმა მზაობა გამოთქვა.

უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ღავთაძის თქმით, სტრატეგიული გეგმის საბოლოო ვარიანტში აისახება როგორც დღევანდელი შეხვედრის უკუკავშირი, ასევე მოხდება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მოსაზრებების ადაპტირებაც.


საგანმანათლებლო დაწესებულების პრიორიტეტად, უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლება, სოციალური პასუხისმგებლობის ზრდა, დაწესებულების როლის გაძლიერება, პროფესიული განათლება და ხარისხზე ორიენტირება დასახელდა.


 

შეხვედრას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მედია და არასამთავრობო სექტორი, რეგიონალური დამსაქმებლები და  ქუთაისის მაჟორიტარი გენადი მარგველაშვილი.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1838
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია