დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სანატორიუმ "გეოლოგში" მცხოვრები დევნილები სამინისტროს წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გეგმავენ
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/01/24 23:37:15

წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ "გეოლოგში"  დევნილები ავარიულ მდგომარეობაში და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ისინი დევნილთა და განსახლების სამინისროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

 

აქ 40 ოჯახი ცხოვრობს. აცხადებენ, რომ დაზიანებულია წყლის სისტემა,სარდაფი წყლითაა სავსე, რითაც  დაზიანებულია საძირკველი და შენობა ავარიულია.ისინი დევნილთა და განსახლების სამინისტროს თხოვენ, ექსპერტებმა დროულად შეისწავლონ აქ არსებული მდგომარეობა.

 

დევნილები საპროტესტო აქციის გამართვითაც იმუქრებიან.

 

დევნილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოსუფროსის მოადგილის, გიორგი ქორიძის თქმით, ისინი შეეცდებიან დროულად მოაწესრიგონ წყლის სისტემა,ბინებით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ შენდება ორი მრავალსართულიანი კორპუსი და თუკი ქულები ეყოფათ, ექნებათ შანსი მიიღონ ფართებიო.

 

ლიკა დევდარიანი
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2217
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია