დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ბორდერიზაცია“ რუსული პროპაგანდის ზრდის ფონზე
2018/01/18 15:06:00

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი დასავლეთისკენაა მიმართული, ბოლო წლების მანძინზე განსაკუთრებით გაიზარდა ანტიდასავლური კამპანია. საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ ქვეყანაში რუსული პროპაგანდა რამდენიმე გზით აღწევს. მათ შორის - პოლიტიკური პარტიების და მედიის საშუალებით.

 

ეს აზრი განსაკუთრებით მყარდება მოუგვარებელი კონფლიქტების და ე.წ. მცოცავი ანექსიის პირობებში. რუსეთი ქვეყანაში არსებული კონფლიქტების ფონზე მანიპულირებს სამხედრო, პოლიტიკური და ინფორმაციული ტაქტიკის გამოყენებით, რაც ბოლო წლების მანძილზე სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ მზარდი პროცესია.

 

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტში რუსეთის მიერ ახალი ტაქტიკის ე.წ. „ბორდერიზაციის“ საკითხზეა ყურადღება გამახვილებული. სადაც წერია:

 

„ბორდერიზაციის ტაქტიკა ემსახურება რუსეთის სტრატეგიას, მოარღვიოს საქართველოს სუვერენიტეტი და ხელი შეუშალოს მის დემოკრატიულ განვითარებასა და დამოუკიდებელი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის წარმოებას. ბორდერიზაცია ახალი ფენომენია, რომელიც განსხვავდება ოკუპაციისგან და გულისხმობს რუსული ოკუპაციის პირობებში ოკუპირებული ტერიტორიების გაფართოებას. ბორდერიზაციის პროცესი ხელყოფს არამარტო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არამედ საფრთხეს უქმნის ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგს. მცოცავი ოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიის ანექსიის გაგრძელებით, რუსეთი საქართველოს სახელმწიფოს სისუსტეს უსვამს ხაზს  და ეჭვქვეშ აყენებს ევროატლანტიკური ინსტიტუტების სანდოობას. ამასთან, აღნიშნული ტაქტიკა საფრთხეს უქმნის ნატოსა და ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს კონფლიქტის ესკალაციის რისკის გაზრდით, შავ ზღვაში რუსეთის მზარდი მილიტარიზაციითა და ენერგო რესურსების დივერსიფიკაციის საფრთხის ქვეშ დაყენებით.“

 

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლევან კახიშვილი, რომელიც ზემოთ ხსენებული პოლიტიკის დოკუმენტის თანაავტორია, მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე საუბრობს. ის ამბობს:

 

„ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის, სამ ძირითად მიმართულებას ეხება:

1. სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის,

2. კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაუმჯობესება სამთავრობო სტრუქტურებს  შორისა  და  საზოგადოებასთან  მიმართებაში,

3. მესამე, ბორდერიზაციის  შესახებ  საერთაშორისო  თანამეგობრობის ინფორმირებულობის  ხარისხის  გაუმჯობესება. 

 

პირველი  და  მესამე მიმართულებით  მთავრობა  მუშაობს  და  საქმე  მუშაობის  გაუმჯობესებას ეხება.  თუმცა,  მეორე  მიმართულებით,  რომელიც  კომუნიკაცაიასა  და კოორდინაციას ეხება, როგორც  ჩვენი  კვლევა  აჩვენებს,  მნიშნელოვანი ხარვეზები  შეიმჩნევა. მაგალითად, აუცილებელია,  რომ  სახელმწიფო უწყებებს  ჰქონდეთ  უფრო  ეფექტური  კომუნიკაცია, რათა მოხდებს ერთიანი სამთავრობო  ხედვის  ჩამოყალიბება  იმასთან  დაკავშირებით,  თუ  რას წარმოადგენს ბორდერიზაციის  პროცესი,  როდის  დაიწყო  ის,  არსებობს  თუ არა რაიმე კანონზომიერება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ხდება ბორდერიზაციის ინციდენტები, რატომ და ა.შ.

 

მეორეს მხრივ, არანაკლებ მნიშნელოვანია საზოგადოებასთან სწორად ურთიერთობა. როგორც წესი, საზოგადოებაში ბორდერიზაციის ყოველი ინციდენტი უკმაყოფილებას იწვევს მთავრობის, ასევე - ნატოსა და ევროკავშირის მიმართ. აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი მოლოდინების მართვა სწორად მოხდეს და ემოციური რეაგირება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, რათა საქართველომ შეძლოს პრაგმატულად რაციონალურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებით მოქმედება.“

 

საქართველოს მთავრობა გმობს ბორდერიზაციის პროცესს, როგორც რეგიონის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ პროვოკაციულ ნაბიჯს, თუმცა "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ექსპერტების და ანალიტიკოსების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს რამდენად გაითვალისწინებს, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია. აღსანიშნავია, რომ მომზადებული დოკუმენტი საჯარო დეკემბერში გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსიის განხილვა მთავრობის მიერ ორგანიზებულ თბილისის სტრატეგიული დისკუსიების ფარგლებში მოხდა.

 

საინტერესოა NDI-ს 2017 წლის კვლევაც, რუსული პროპაგანდის შესწავლის კუთხით. 53% ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში არსებობს, ხოლო 30% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ევროკავშირიდან არსებული პროპაგანდა 45%-ია, ამ აზრს 29% არ ეთანხმება. ხოლო აშშ-დან მომდინარე პროპაგანდა 44%-ს აღწევს. ამავე კვლევის თანახმად გამოკითხულთა 29% ამბობს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც რუსეთის მიერ არის დაარსებული. ექსპერტები ამ მონაცემებს საგანგაშოდ არ თვლიან, თუმცა სახელმწიფოს მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

 

„კვლევის  შედეგები  რომელიც  დღევანდელი  საზოგადოების აზრს  ასახავს თავისთავად   საგანგაშო  არ  არის,  რადგან  დიდი  უმრავლესობა  მხარს  უჭერს ნატოში  და  ევროკავშირში  გაწევრიანებას.  მაგრამ  საგანგაშოა  ბოლო  წლების დინამიკა - ნელა,  მაგრამ  იზრდება  ისეთი  საზოგადოებრივი  განწყობები  რომლებიც  ზუსტად  ემთხვევა  რუსული  პროპაგანდის  ხაზებს.  ეს  ადასტურებს რომ  მთავრობას  არ  გააჩნია  მწყობრი  სტრატეგიული  კომუნიკაცია,  ხოლო  მათი გაბნეული  რეაგირებები  სასურველ  შედეგს  ვერ  იძლევა.  ასევე,  არ  არსებობს კოორდინაციის  ინსტიტუცური  მექანიზმები,  რაც  ქვეყანას   მოწყვლადს  ხდის ნელნელა  მზარდი  რუსული  ჰიბრიდული  გავლენების  მიმართ. ასევე, მნიშვნელოვანი დასკვნაა ის, რომ მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, ეს პროცესი არ არის შეუქცევადი და პროდასავლურ განწყობებს  და ტენდენციებს სჭირდება მუდმივი და კარგად გათვლილი მხარდაჭერა  პროცესში ჩართული ყველა აქტორისაგან: მადია, სამოქალაქო საზოგადოება, დასავლეთის პარტნიორები, პოლიტიკოსები და ა.შ.“ - აცხადებს ექსპერტი ბათუ ქუთელია.

 

NDI- კვლევაში, საინტერსოდ გაიჟღერა კითხვამ, რომელიც ასე იყო ფორმირებული: თქვენი აზრით, რომელი ქვეყნის სამხედრო შენაერთი უფრო ძლიერია რუსეთის თუ აშშ-ს? საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ამ კითხვის კვლევის საგნად ქცევამ რუსეთის ჯარის პოპულარიზაცია გაზარდა. თუმცა ექსპერტი დავით სიხარულეძე ამ კითხვის დასმაში პრობლემას ვერ ხედავს.

 

„კვლევის ჩამტარებელ საზოგადოებრივი ორგანიზაციის პრეროგატივაა, დასვას ნებისმიერი კითხვა იმ ფორმით, როგორც საჭიროდ თვლის. მე არ ვთვლი რომ ამ კითხვამ, ან სხვა რომელიმე კითხვამ შესაძლოა რამის პოპულარიზაცია გამოიწვიოს. კითხვაზე პასუხი ასახავს განწყობებს. ამ კითხვის პასუხი, ისევე როგორც ზოგიერთ სხვა კითხვებზე პასუხები უჩვენებს სერიოზულ პრობლემებს, რომელიც საქართველოში არსებობს. ამ პრობლემების მიზეზი, რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდაა, რომელიც სხვადასხვა ფორმით საქართველოში უაღრესად აქტიურია. ამასთანავე აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს კომუნიკაციის ეფექტური სტრატეგია და ვერ უპირისპირდება ამ პროპაგანდას. ხშირ შემთხვევაში კი საკუთარი განცხადებებითა და მოქმედებებით ხელსაც უწყობს ამ პროპაგანდას. თუ საკითხს ობიექტურად მივუდგებით, აშშ-ს შეირარაღებული ძალები ყოველნხრივ - ბრძოლისუნარიანობით, ტექნოლოგიურად, რესურსებით გაცილებით აღემატება რუსეთის ძალებს. ამ კითხვაზე განსხვავებული პასუხი ზოგიერთი ადამიანის აღქმის პრობლემაა.“

 

აღქმის პრობლემის ფონზე გამოკითხულთა 26% თვლის, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. 39% მიიჩნევს რომ ეს გზა არასწორია, ხოლო 32% ამბობს, რომ ქვეყანა არ ვითარდება. კვლევის თანახმად, ეროვნული საკითხების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შორის საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება მე-16 და მე-17 ადგილებს ინაწილებენ. ხოლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მე-7 ადგილს იკავებს.

 

მარიკა ეფრემიძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1381
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია