დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ღვინის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანა კვლავ რუსეთია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/01/10 20:41:54

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს ექსპორტირებულია რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინო. 



კერძოდ, სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 170 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 49% შეადგინა.



ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 43% (7 585 407 ბოთლი), რუსეთი - 76% (47 778 920), უკრაინა - 46%(8 502 554), პოლონეთი - 15% (2 676 440), ლატვია - 20% (1 505 138), ბელარუსი - 56% (1 827 130), აშშ - 56% (457 920), გერმანია - 38% (404 538), ისრაელი - 150% (213 074), მონღოლეთი - 82% (168 162), საფრანგეთი - 178% (99 796), აზერბაიჯანი 75% (141 294) და სხვა. 



ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (47 778 920 ბოთლი), უკრაინა (8 502 554), ჩინეთი (7 585 407), ყაზახეთი (3 322 867) და პოლონეთი (2 676 440). 



ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 12,8 მლნ ბოთლი, შემდეგ მოდის „მუკუზანი“ – 4,2 მლნ, „წინანდალი“ – 3,4 მლნ, „ახაშენი“ – 1,5 მლნ, „ხვანჭკარა“ – 887,5 ათასი, „ტვიში“ – 308,8 ათასი ბოთლი და ა.შ.



2017 წელს, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 250-მდე კომპანიამ განახორციელა. ამასთან, მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 78%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 39,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება 70%-ს აღწევს. 



ამასთან, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 288 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 180% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 846,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ 2016 წელთან შედარებით 148%-ს მიაღწია. მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 283,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ზრდამ 2016 წელთან შედარებით 46%-ს მიაღწია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1480
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია