დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკა
პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილი დანიშნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/01/10 12:03:04

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი დანიშნა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გამოსცა და მედიას ანა ნაცვლიშვილი წარუდგინა.



საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ახალი საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის, როგორც იურისტის, ადამიანის უფლებათა დამცველის საქმიანობას და ასევე, სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ და საკანონმდებლო პროცესებში ერთ–ერთ ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან ხმას კარგად იცნობს ქართული საზოგადოება.


"სწორედ, მისი ხედვიდან, მისი პრინციპების მიმართ ერთგულებიდან და აგრეთვე მისი მაღალი იურიდიული კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მე შევთავაზე მას ერთერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა და მიხარია, რომ ქალბატონი ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საპარლამენტო ორგანოსთან საქართველოს პარლამენტთან და იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ორიენტირებული უკეთესი სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტმა ანა ნაცვლიშვილს წარმატება და ქვეყნის საკეთილდღეოდ ეფექტიანი მუშაობა უსურვა. თავის მხრივ ანა ნაცვლიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ნდობისათვის და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოხატული მაღალი ნდობა უდიდესი პასუხისმგებლობაა.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, იგი გააგრძელებს მუშაობას და წვლილის შეტანას იმ უდიდეს საქმეში, რასაც საქართველოსთვის მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო ბაზის შემქნა, სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება ჰქვია.


"მაქვს მზაობა და იმედი იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე საკანონმდებლო პროცესით დაინტერესებულ და ამ პროცესში ჩართულ, ყველა სახელმწიფო უწყებასთან, დაფუძნებული იქნება პატივისცემის პრინციპზე, იქნება კონსტრუქციული და შედეგიანი",- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1645
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია