დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მარიკა ლორთქიფანიძე , ქალი, რომელიც დააკლდა საქართველოს...
2018/01/09 01:13:43

 აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალება  საქართველოსა და ქართული მეცნიერების დიდი დანაკლისია. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამგლოვიარო განცხადება გაავრცელა:


მარიამ ლორთქიფანიძე ქართველ ისტორიკოსთა იმ სკოლის წარმომადგენელია, რომელსაც საფუძველი დაუდო ივანე ჯავახიშვილმა. მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ მეცნიერებაში და აღზარდა თაობები. პროფესორი 200-ზე მეტი ნაშრომის ავტორია, რომელიც უძვირფასესი შენაძენია ქართული ისტორიის და მეცნიერების დარგისთვის. მარიკა ლორთქიფანიძე მთელი ცხოვრების მანძილზე აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა, მისი როლი უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში.


გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და პედაგოგს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძეს გასულ წელს 95 წელი შეუსრულდა. 


სამწუხაროა, რომ უნივერსიტეტის საიუბილეო 100 წელი მის გარეშე ჩაივლის, თუმცა მარიკა ლორთქიფანიძე მუდამ იქნება უნივერსიტეტის ისტორიის, მისი განვითარების და წინსვლის ნაწილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1339
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია