საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ტრადიციული შობის დღესასწაული ქუთაისში
2018/01/07 00:40:00

ქუთაისელებს შობის დღესასწაული ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ, დეპუტატებმა: კახაბერ ბოჭორიშვილმა, ვლასი გარდაფხაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს. 


შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. მსვლელობა მერიის შენობიდან დაიწყო. ქუთაისში ალილოს მსვლელობის ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია არსებობს. შობის მახარობლები გალობით ქალაქის ქუჩებში დადიან და დღესასწაულს მოსახლეობას ულოცავენ. შეგროვებული სურსათ-სანოვაგე დღის ბოლოს წყალწითელას მოხუცთა პანსიონატს და სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 402
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია