საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
EBRD ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონ ევროს დახარჯავს
2018/01/06 11:47:23

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონი ევრო გამოყო.

 

შეთანხმება ძალაში უკვე შევიდა. „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება“ - დუკუმენტს ამ სახელწოდებით, ხელი ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, ბრუნო ბალვანერამ მოაწერეს.

 

შეთანხმების თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 28 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიმართული იქნება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 60
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია