საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი მარგველაშვილი სააკაშვილის გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/01/05 21:33:07

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხება, პატიმრების შეწყალების გამო.

 

„ეს დღეებია ვეძებთ და ვერ მოვიძიეთ პრეცედენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე - შეიწყალოს ადამიანი, სადმე, რომელიმე იურისპუდენციაში მომხდარა კონკრეტულად ამ უფლებიდან გამომდინარე დევნა. შესაბამისად, საერთაშორისო თვალსაზრისით არა საქმე ზოგადად, არამედ, ამ მუხლზე წარმოებული დევნა დასვამს სერიოზულ კითხვის ნიშნებს. მე არ ვაფასებ კონკრეტულად ამ დავებს, მე ვაფასებ იმას, რანაირადაც მოხდა ამ საქმის წარმოება, როდესაც აღებულია კონსტიტუციური მუხლი, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ გააჩნია და ამ მუხლით მოხდა დევნა. ვინც იცნობს კონსტიტუციას, ნახავს, რომ ეს მუხლი არის აბსოლუტურად პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება, ამ მუხლის საფუძველზე დევნის განხორციელება და არა რაიმე სხვა მუხლის საფუძველზე, თავისთავად იწვევს კითხვის ნიშნებს ქვეყანაში კონსტიტუციური ბალანსის, ხელსუფლების შტოთა მიერ ერთმანეთის გაწონასწორების, სისტემის წინააღმდეგ ხომ არ არის გადადგმული ეს ნაბიჯი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 404
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია