დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურელ საპატარძლოებს „მარი გოლდი"-მ სადედოფლო კაბები აჩუქა
2017/12/11 18:56:44

ჭიათურელ საპატარძლოებს „მარი გოლდიმ“ სადედოფლო კაბები აჩუქა

 

ზემო იმერეთში, ჭიათურაში, დემოგრაფიული ფორუმი „მთა და ქორწინება“ გაიმართა. ამ დღეს ჭიათურის ქუჩებში ცნობილი სამოდელო სააგენტოების მოდელებმა და ჟურნალისტებმა საქორწინო კაბების ღია ჩვენება მოაწყვეს, რომელიც შემდგომ ჭიათურის უძველეს თეატრში კიდევ უფრო დიდი ღონისძიებით გაგრძელდა.

ეს კრეატიული იდეა ცნობილი კომპანიის,  „ქართული ბრენდი - მარი გოლდი“-ს  დამფუძნებელს, თამარ ნადირაძეს ეკუთვნის.ღონისძიების ორგანიზებაც სწორედ ამ ორგანიზაციისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ მოხდა.

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ინა ასანიძის თქმით, დემოგრაფიული ფორუმი ჭიათურაში ქორწინების წახალისების მიზნით გაიმართა

 

ამ ღონისძიების ფარგლებში კომპანიამარი გოლდმა და ჭიათურელმა ბიზნესმენმა ქალბატონმა ნანა ნოზაძემ  ჭიათურის რიტუალების სახლს, პატივისცემის ნიშნად, საჩუქრად გადასცა 70-მდე კაბა. ანუ ყველა გოგონას, ვინც იქორწინებს, სანამ საკმარისი იქნება ეს კაბები, რიტუალების  სახლი, თავისი მაკიაჟითა და ვარცხნილობით საჩუქრად გადასცემს ამ კაბას ნებისმიერ პატარძალს. ეს არის ქორწინების წახალისებისთვის, რადგან შობადობა გაცილებით ნაკლებია ჩვენს რაიონში, ვიდრე სხვაგან.

 

რაკი თავადმარი გოლდისდაფუძნებელი თამარ ნადირაძე არის ჭიათურელი და ჩვენი მერიც არის ნადირაძე, ეს თამარმა გაგვიკეთა საჩუქრად მუნიციპალიტეტეს და ვფიქრობ, რომ ქორწინების წახალისებისთვის ეს არის ძალიან კარგი საჩუქარი. თითო კაბა 500-დოლარიანია, მინიმუმ“, - განაცხადა ინა ისანიძემ.

 

თეატრის სცენაზე ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ინა ასანიძემ, კომპანია "მარი გოლდის" თავმჯდომარემ თამარ ნადირაძემ და იურისტთა უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელმა ირმა კახიძემ 3 ხანზამულ და 3 ახლად დაქორწინებულ პირს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ყველაზე ლამაზი სცენაზე ამოსული ხანდაზმული წყვილები იყვნენ, რომლებიც 50 წელი ერთად ცხოვრობენ. ახლად დაქორწინებულმა წყვილებმა კი პირობა დადეს, რომ მინიმუმ 3 შვილს გაუჩენენ ქვეყანა“ - წერს სოციალურ ქსელში დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელი, თამარ ჩიბურდანიძე - „საოცრად ლამაზ ღონისძიებას მუსიკალური ნომრებით კვარტეტი "ჭიათურა" აფორმებდა.ვფიქრობ, ეს დღე დიდხანს ემახსოვრება ქალაქს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1798
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია