დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფეისბუქსტატუსი
"შვილმოკლულო მამავ, უცნობო ძმაო, მე, ორი შვილის მამა გეხმიანები..."
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/12/03 20:51:22

 

პოლიტიკოსი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"შვილმოკლულო მამავ, უცნობო ძმაო, მე, ორი შვილის მამა გეხმიანები და გიცხადებ სამძიმარს, მაგრამ ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომელსაც ახლა შემოგკადრებ გამხნევების მიზნით. ორი დღის მანძილზე მოსვენება დამიკარგა ჩვენს ქალაქში მომხდარმა შემზარავმა სისხლიანმა ტრაგედიამ, თუმცა ეს ყველაფერი კიდევ უფრო აღვიქვი მას შემდეგ, რაც შენ გნახე ამ მდგომარეობაში. რა გითხრა ძმაო ! ვერ განუგეშებ, ახლოს რომ ვიყო კაცურად გადაგეხვევოდი და მეც ვიტირებდი შენთან ერთად, სიტყვები კი აქ უძლური და უადგილო მგონია, შვილია მოკლული !


არც კი ვიცი რატომ ვწერ ამას, ვიცი ვერ წაიკითხავ ახლა შენ, მაგრამ მაინც ვწერ, ალბათ იმიტომ, რომ შენი განწირული ხმის გაგონების შემდეგ ვეღარ ვიტევ ამ ემოციას ჩემში ...


ეცადე გაუძლო, დათოსთვის უნდა გაუძლო...


აი შენ, მკვლელის მამავ, პროკურორი ხარ თუ აკადემიკოსი, არ მისცე თავს უფლება გახდე ბოროტების მონაწილე, აიღე პასუხისმგებლობა და მოიქეცი ისე, როგორც კაცს შეეფერება ამ დროს, ნუ იქნები მხდალი, შენს შვილს პატიმრობა ელის, მსუბუქი სასჯელი უმძიმესი დანაშაულისთვის, დათოს და ლევანის მამებს საკუთარი შვილის მიწას მიბარება და საფლავის ფერება ! გახსოვდეს, შენც მამა ხარ, ვიცი, არ არის ეს ადვილი !"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია