დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკოლოგია
ქუთაისში მდინარე რიონის დაცვის დღე დაფუძნდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/12/02 22:11:41

ქუთაისში მდინარე რიონის დაცვის დღე დაფუძნდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, მდინარე რიონი ქვეყნის მნიშვნელოვანი მდინარეა, თუმცა ის დაბინძურებულია და შესაბამისად, დაცვა სჭირდება.


“მდინარე რიონი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მდინარეა და მას დაცვა სჭირდება. ღონისძიების მიზანს ასევე წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმასთან დაკავშირებით, რომ მდინარის დაბინძურება არ უნდა მოხდეს,” – ამბობს პირველ არხთან გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია.

 

ღონისძიებას გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია და ქუთაისის ქალთა კლუბის წევრები ესწრებოდნენ.

 

იდეის ინიციატორები მდინარის დასაცავად სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას პერმანენტულად გეგმავენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1939
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია