საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა უპასუხეს განათლების სამინისტროდან ემიგრანტ დედას, რომელმაც მინისტრს ღია წერილი მიწერა
2017/12/02 18:25:05

 

რამდენიმე დღის წინ, ჩვენ გამოვაქვეყნეთ მედიასახლ "პოსტსკრიპტუმის" ყოფილი თანამშრომლის, ჟურნალისტის და ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დედის ემოციური ღია წერილი, რომელიც მან საქართველოს განათლების მინისტრს საჯაროდ გამოუგზავნა. ამ წერილს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა და ყველა ელოდება სამინისტროსა და მინისტრის პოზიციას. http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61197


ახლახანს ლელამ მეორე წერილი გაავრცელა სოციალურ ქსელში, სადაც მკითხველს ატყობინებს, რომ მას განათლების სამინისტროდან დაუკავშირდნენ... ის ამჯერად განათლების მინისტრის სატელეფონო ზარის მოლოდინშია.

გთავაზობთ ლელას მეორე წერილის სრულ ვერსიას:

 

"განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს იმ დღესვე წაუკითხავს ჩემი ღია წერილი!!!

ამ ამბავს ვერც გავიგებდი, დღეს ბატონი მინისტრის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე რომ არ მიმეწერა.

 

,,მოგესალმებით ბატონო მიხეილ. მინისტრად დანიშვნას ვერ მოგილოცავთ, რადგან რომ წარმოვიდგენ რა დიდი ტვირთი აგკიდეს, ადამიანურად გითანაგრძნობთ. როგორც ჩანს სოციალური ქსელებისთვის საერთოდ ვერ იცლით, ვერც თქვენი გვერდის ადმინისტრატორია ყურადღებით, თორემ ამდენ ხანს ჩემი ღია წერილი მოაღწევდა თქვენამდე. მარტო მე კი არ ვეცადე წერილი თქვენამდე მომეტანა, მეგობრების მთელი არმია დამიდგა გვერდით 1600-ზე მეტმა ფეისბუკ მეგობარმა გამოაქვეყნა თავის პირად გვერდზე, რამდენიმე სააგენტომ თავიანთ ინტერნეტპორტალზე და თქვენამდე მაინც ვერ მოაღწია...''

 

რამდენიმე წუთში პასუხად მივიღე:

,,მოგესალმებით ქალბატონო ლელა, გესაუბრებათ გვერდის ადმინისტრატორი. მინისტრი იმავე დღეს გაეცნო თქვენს ღია წერილს და იზიარებს თქვენს პოზიციას. რეპეტირორები არ უნდა სჭირდებოდეთ ჩვენს ბავშვებს უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად. ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლება მინისტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და უკვე დაიწყო ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა. დიდი მადლობა თქვენი წერილისთვის და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ სამინისტრო აცნობიერებს ამ პრობლემას და ყველაფერი გაკეთდება განათლების ხარისხის ამაღლებისათვის.

ამასთან, თქვენ სწორად გაუსვით ხაზი წერილში იმ გარემოებას, რომ მოსწავლეებს, სამწუხაროდ, ატესტატის ასაღებადაც რეპეტიტორებთან უწევთ მომზადება, რაც, ასევე, ჩვენს სკოლებში განათლების არასაკმარის ხარისხზე მეტყველებს. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს დაგეგმილი.

გთხოვთ, მოგვწეროთ რომელ სკოლაში სწავლობს თქვენი შვილი, რომ უკეთ გავერკვეთ კონკრეტულად ამ სკოლის საჭიროებებში, ისევე როგორც, ზოგადად ვეცნობით ყველა სკოლის პრობლემატიკას.''

 

რაზეც ვუპასუხე:

იმის ღირსად რატომ არ ჩამთვალეთ, რომ პასუხი მოგეწერათ ემიგრანტი დედისთვის?! ალბათ, არც აპირებდით პასუხს. და საერთოდაც, თქვენი გულგრილი დამოკიდებულება მაძლევს საფუძვლიანი ეჭვის საბაბს, რომ ჩემი წერილი მინისტრს არც წაუკითხავს. 3245411423 ეს ჩემი მობილურის ნომერია, გადაეცით მინისტრს, ან მე მომწერეთ ბატონი მიხეილის ტელეფონი, პირადად მინდა ვესაუბრო მას... თქვენი კითხვების პასუხი ჩემს პირად გვერდზე წერია, შებრძანდით და ნახავთ. ახლა კი დიდი ბოდიში, ჩემს იტალიელ ნონნოს პანოლინო ( პამპერსი) აქვს გამოსაცვლელი, მან როგორც მატარებლის მემანქანემ დაიმსახურა ქვეყნის წინაშე და ისეთ პენსიას იღებს, რომ ქართველი ჟურნალისტი დაიქირავა ბადანტედ..
და ბოლოს, იმის ძალა თუ არ შესწევს განათლების მინისტრს, გაეგო ჩემი შვილები რომელ სკოლაში სწავლობენ , განათლებაში კორუფციას აღმოფხვრის?!

 

,, ქალბატონო ლელა, მე გვერდის ადმინისტრატორი ვარ ნატა ასათიანი. მინისტრი იმავე დღეს გაეცნო თქვენს წერილს და მე დავაგვიანე პასუხის მოწერა, რისთვისაც პირადად გიხდით ბოდიშს. რაც შეეხება სკოლის დასახელებას, ჩავთვალე თქვენთვის რომ მეკითხა, უფრო ზუსტად დავადგენდით სკოლას. ბოდიშს გიხდით ამ უხერხულობისთვის. მინისტრი თავად დაგიკავშირდებათ.''

 

ველოდები მინისტრის ზარს.

 

ახლა უკვე მინისტრის ზარის მოლიდინში ვარ, რა თქმა უნდა თუ გადასცეს ჩემი ტელეფონის ნომერი. ჯერ დასკვნების გაკეთებისგან თავს ვიკავებ.

 

P.S.  3245411423 ეს ჩემი მობილურის ნომერია , ვისაც შეგიძლიათ მიაწვდინეთ მინისტრს. წინასწარ დიდი მადლობა. მეგობრებო თქვენ დამანახეთ, რომ მარტო არ ვარ ამ ბრძოლაში. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავბრუნდებით სამშობლოში!!!"

 

ლელა თოლორდავა

https://www.facebook.com/lela.tolordava.9/posts/900608713434704

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია