დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერმა ვიცე-მერები წარადგინა
2017/12/01 11:33:39

დღეს ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ვიცე-მერები წარადგინა.  მას სამი მოადგილე ეყოლება: გიორგი იობაშვილი, ნინო თვალთვაძე და იუზა უგულავა.


გიორგი იობაშვილი ქუთაისის თვითმმართველობაში მუშაობდა, პროფესიით იურისტია და ამავე დროს "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი იყო. 

 

მერის მეორე მოადგილე ნინო თვალთვაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელია. იგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ყოფილი თავმჯდომარე და "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს" ხელმძღვანელი გახლდათ. 


იუზა უგულავა ბოლო პერიოდში ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იყო.

"მე ჩემი გუნდი შევარჩიე სუფთა წარსულითა და პროფესიონალიზმის ნიშნით.ისინი მზად არიან ემსახურონ ხალხს", - განაცხადა ვიცე-მერების წარდგენისას გიორგი ჭიღვარიამ.

 

მარიკა ეფრემიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია