საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აშდოდში ქართველი ქრისტიანების, პეტრე იბერის მიმდევრების აგებული ეკლესია აღმოაჩინეს
2017/11/24 14:44:41


ისრაელის საპორტო ქალაქ აშდოდში არქეოლოგიური გათხრების დროს მე-6 საუკუნეში აგებული ქართული ეკლესიის (ან მონასტრის) იატაკის მოზაიკა აღმოაჩინეს. ამის შესახებ Jerusalim Post-ი წერს.

 

გათხრებს თელ-ავივის უნივერისიტეტის დოქტორი და ლაიფციგის უნივერისტეტის არქეოლოგები ატარებენ.
გამოცემის ცნობით, აღმოჩენის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ბერძნულ ენაზე გაკეთებული წარწერის თანახმად, ეს ეკლესია ქართველმა ქრისტიანებმა ააგეს, რასაც მოწმობს წარწერაში გამოყენებული განსაკუთრებული კალენდარული სისტემა, რომელსაც ძველ საქართველოში იყენებდნენ.

 

ერთ-ერთ წარწერაში ნახსენებია ეპისკოპოსი პროკოფი. გარდა ამისა, იქვე წერია თარიღი: მესამე ინდიქტიონი, 292 წელი. რაც მეცნიერების აზრით, ძველი ქართული კალენდრის თანახმად, მშენებლობის თარიღზე (539 წელი) მიუთითებს.  

 

არქეოლოგების აზრით, აღმოჩენილი მოზაიკა პეტრე იბერის მიმდევრების ეკლესიისაა. პეტრე იბერი ბეთლემში პირველი ქართული მონასტრის დამაარსებელია. ის 491 წელს 80 წლისა გარდაიცვალა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან სწორედ აშდოდში გაატარა.

 

ისრაელელი მეცნიერის, ალექსანდრ ფანტალკინის თქმით, ქართული მონასტრების და ეკლესიების კვალი იერუსალიმის რაიონში ცნობილია, მაგრამ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ისინი აქამდე არასდროს აღმოუჩენიათ.

 

 

აშდოდის სამხრეთ ნაწილში არქეოლოგიური გათხრები 2013 წელს დაიწყო.

 

მოამზადა ნატო ყურაშვილმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 989
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია