დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულის თვითმმართველობის ისტორიაში პირველად საკრებულოს თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს - ნატალია კობახიძე
2017/11/21 14:36:52

 

ტყიბულში საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას 25 დეპუტატი ესწრებოდა, რომელთა უმრავლესობამ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ნატალია კობახიძე აირჩია, თავმჯდომარის მოადგილედ კი დავით კუბლაშვილი.


ტყიბულის თვითმმართველობის ისტორიაში ნატალია კობახიძე არის პირველი ქალი საკრებულოს თავმჯდომარე.


თავმჯდომარის და მისი მოადგილის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ხოლო მოადგილის არჩევაში - „ევროპული საქართველოს“ წევრებმა.


საკრებულოს სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საკრებულოს გარდაცვლილი წევრის ლევან დოხნაძის ხსოვნას.

 

წყარო "ინტერპრესნიუსი"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1372
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია