დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თერჯოლის საკრებულოს ქალი თავმჯდომარე ჰყავს, ჟურნალისტი ნინო ჯანელიძე
2017/11/21 00:25:56

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.


სხდომის დაწყებამდე, ახლადარჩეული საკრებულოს წევრები, ხარების საკათედრო ტაძრის წინამაძღვარმა მამა ქრისტეფორემ და მამა მარტინემ დალოცა.

 

პირველი სხდომა თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნაზი სირაძემ გახსნა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა, 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობა შეაჯამა და შესაბამისი დოკუმენტაცია საკრებულოს უხუცეს წევრს, მერაბ სირაძეს გადასცა. 

 

დღესვე სხდომაზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარედ პროპორციული სიის პირველი ნომერი, ნინო ჯანელიძე დასახელდა და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

 

„მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ კოლეგებო, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისათვის. ჩვენ გვექნება ახლო და მუდმივი კომუნიკაცია მათთან და არ განვიხილავთ მხოლოდ ამომრჩევლის განზომილებით, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ახსენდებათ ხოლმე. მივესალმები, ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს, მათთან გვექნება კონსტრუქციული და კორექტული ურთიერთობა. ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება ღია და საჯარო. ჩვენ დავამკვიდრებთ ურთიერთობის და საქმის კეთების ახალ სტანდარტს. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო მესამე მოწვევის საკრებულოს გაწეული მუშაობისა და თანამშრომლობისათვის“.

 

საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, მოადგილის კანდიდატურად ნოდარ ფანჩულიძე დაასახელა, წარმოდგენილი კანდიდატურა, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, იქნა მხარდაჭერილი.

 

სხდომას ესწრებოდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე.

 

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის 35 წევრიან საკრებულოში 29 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, 4- „ევროპული საქართველოს“, 1- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ , 1- „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი იქნება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია